კატეგორია |
|  |
მთვლელები | სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|  |
რეკლამა | 
|  |
რეკლამა | 
|  |
|
 |
|
 |
|
|
მე ის მართლა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება. გადავლახეთ ჩვენი სიყვარულის გამო ყველა დაბრკოლება. ყველას და ყველაფერს ვაჯობეთ. გარდა სიკვდილის. სიკვდილის წინაშე უძლურები და უსუსრები აღმოვჩნდით. ახლაც იმაზე ვფიქრობ და ეს კითხვა ბოლომდე არ მასვენებს, უდროო სიკვდილი რომ არ მოსულიყო და მისი თავი რომ არ წაერთვა, როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. როცა ის წუტები მახსენდება არ შემილია არ ვიტირო. გულს თუ ვუბრძანებ ცრემლებს მაინც ვერ ვუბრძანებ. მინდა არ მინდა უნებურად მომდის ცრემლი თვალიდან. მახსენდება ის დღე და ის საღამო. როდესაც ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით. ალბად წინასწარ გრძნობდა რომ ეს უნდა მომხდარიყო. მახსენდება როდესაც ვისხედით, როდესაც ერთმანეთს ვეფერებოდით და როდესაც სიხარულით სავსე აცრემლებურ თვალებს ერთმანეთს ვანათებდით........ მახსოვს ყველა ჩვენ გვკიცხავდა ამვლელი და ჩამვლელი ჩურჩულებდნენ: შეხედე ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად კრიტკის ჩვენ ვთქვით რომ სიყვარული და მოფერება სირცხვილი არ იყო. ამ სიტყვების შემდეგ გავაგრძელეთ თვალებით ტკბობა, სწორედ ამ დროს მოხდა ის საბედისწერო ავარია, მას მანქანა დაეჯახა და ხელებში ჩემს ხელებში ჩამაკვდა, მახსოვს სულს ლევდა. მახსოვს როგორ მქონდა სისხლში დასვრილი ხელები, მახსოვს როგორი განწირული ხმით ვითხოვდი შველას. მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრების ხარაჩოები დამექცა და მეც ქვესჰ მომიყოლა. ხელებში მაკვდებოდა და ბოლო წუტამდე იმას იმეორებდა, "რომ ყოველთვის ვუყვარდი და ვეყვარებოდი" მე უსურს კი არაფრის კეტება არ შემეძლო..... სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ჩემს სახეს ღიმილი არ შორდებოდა ამ ამბის შემდეგ კი ჩემ სახეს გიმილი არ გაკარებია, ყველა აღნიშნავდა და აღნიშნავს რომ ჩემი სახით გარდაქმნა მოხდა, მხიარული გოგო მოკვდა და მკვდრეთით მტირალა გაბუსხული და ეგოისტი გოგო ახსდგა ყველაზე ძალიან ის მაღიზიანებს რომ მე ცოცხალი ვარ და ის მკვდარი, ვთვლი რომ ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ გააჩნია, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ და ჩემი თავი მეზიზღება. მეც უნდა მოვკვდე ეს აუცილებელია ნუ მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მე ვინ ვარ? რომ ასე ვიფიქროოოოოო.?????? განაჩენი ხომ მაღლა გამოაქვთ!!!.
|
|
|
 |
06.01.2010 | ავტორი: admin
|
 |
 |
|
 |
|
|
დამახარისხე ღირებულებებად და მერე გადამაფასე... და შენთან მოსულს დესერტად ვაშლს ნურასოდეს შემომთავაზებ...
ნურასდროს მკითხავ სხვის ადგილას როგორ მოვიქცეოდი, რადგან ჩემს ადგილზეც ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცე.
იცი, ლუარსაბ თათქარიძე და ნიცშე ორივე კაცები იყვნენ; იცი, ერთთეთრიანები და ორთეთრიანები ამოიღეს ხმარებიდან; იცი, ქართველებს ამერიკა ათიათასს სთხოვს ვიზიტში; იცი, ვარდი და დარდი უკვე ბანალურ რითმად ითვლება;
იცი, ტაშის დაკვრას ყველა ერიდება, მის კომპეტენტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს;
იცი, ბრძოლაში ყველა ტყვია არ ხვდება მიზანს და ყველა სამიზნე პოტენციური მკვლელია;
იცი, ფეხებზე მკიდია ჟირინოვსკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ; იცი, მოვალეობა ყველაზე საშინელი გრძნობაა;
იცი, ყოველ მეორე ახლად დაქორწინებულს ეჭვი ეპარება ის იპოვა თუ არა ვისაც ეძებდა და ამ ეჭვით იტანჯება ცხოვრების ბოლომდე.
იცი, ახალი ფეხსაცმელების ქვეშ დახეული ნასკები მაცვია;
იცი, თითქმის ყველა უმანკო ქალი სცოდავს ფიქრებში;
იცი, ჩემი დეკანი ცისფერია, ჩემი ცისფერი კურსელი კი კათედრაზე დარჩენას ოცნებობს.
იცი, ლარის კურსი კიდევ დაეცა და ეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს; იცი, პირველად რომ ვიყავი ქალთან გახდის შემრცხვა და ტირილი მომინდა;
იცი, პრეზერვატივების ყიდვის ისევ მრცხვენია. იცი, ყველა პატარა ბავშვივით მიყურებს და უინტერესო ვგონივარ. იცი, მამაჩემს ეგონა, რომ ჩემგან კარგი ადამიანი დადგებოდა;
იცი, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ცხოვრების ბოლომდე შენს გვედრდით ყოფნას შევძლებ............................
იცი, ტყუილად გამარტყი.
|
|
|
 |
06.01.2010 | ავტორი: admin
|
 |
 |
|
 |
|
|
ლექსიკონი
შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი. დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს. გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ. ყავა – დილის სინონიმია. სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო. სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ. მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ. დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ. სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები. მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის. სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება. ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ. გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს. მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ. თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა. პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს. მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს. ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო. ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის. მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება. სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება. ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს. ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან.
|
|
|
 |
06.01.2010 | ავტორი: admin
|
 |
 |
|
 |
|
|
.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე.... მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე უპატრონე ჩემს მონატრებას... ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური... რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს.... ..........გამომიგონე........... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა... შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე, მეოცნებე შორეულ ზღვაზე.... და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი.... მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღრა ვიტევდი... მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა.... შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას... მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი... მე ხომ შენამდე მოვაღწიე... მე ხომ დაგნებდი.... ..........გამომიგონე............ შემოყვარე როგორც გინდა, დამამსგავსე სენს სურვილებს... შემისწავლე ყოველი ნაკლი, მე ხომ უზომოდ დავიღალე... და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა, მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები მზეს, ჩამოხრჩობილი ფანჯრის სიჩუმეს..... დამტოვეს შენთან... მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები... მზე სემოსწირე ცემს ჭრილობებს, მოჰბანე ჭუჭყი... მკითხე თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან... მკითხე თუ თუ როგორ შემოვაწყდი ნაწვიმარ ქუჩას... როგორ ჩამქოლეს, შემატოვეს დაღუპვას, როგორ მივედი უზარმაზარ ფოლადის კართან... შიგნითაც როგორ შემიყვანეს, ჩაკეტეს კარი...... როგორ ვტიროდი უსასრულო ნაცრისფერ ზამთარს ად როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბრაზი... ძველ სიგიჟეზე, ლოთობაზეც მკითხე რამე, ძველ სიგიჟეზე ათასჯერ რომ შევცვალე ახლით.... თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი... იტირე ჩემი წარსულისათვის , იტირე დიდხანს, იტირე ჩემში, ჩემს გარშემო და კიდევ იქით..... მოვედი შენთან დაღლილი, აღარ მაქვს სახე... ჩემს მონატრებას უპატრონე... მაჩუქე ფიქრი... ..............გამომიგონე.............. შეაერთე ყოველი ნატვრა, გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი........ თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე შემომიტყუე, შემომიშვი მეც მაგ საზღვრებში..... მხოლოდ ჩემს მკერდზე გაათენე შენი დღეები... შეაკოწიწე ჩემი მზერა.....ჩამალე შენში.... ..............გამომიგონე............... დამამსგავსე შენს ერთ-ერთ სიზმარს....... შენს ერთ-ერთ ნატვრას, ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს....... მე შენთან ვდგავარ, დავიღალე მე უსენობით, მე შენთან ვდგავარ, მოვარწიე, დამტოვე შენთან...... მე დაღლილი ვარ , მე შიგნიდან გამომწვარი ვარ....... არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი და არც სიჩუმე მოვედი შენთან.......... უპატრონე ჩემს მონატრებას...... მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები.... მე გამაწამა, გადამთელა ქალაქის სევდამ...... მე გამაწამა და ჩამქოლა კიდლების ხროვამ....... მოვედი შენთან...... უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს...... მერე ზაფხული მომანატრე, მერე მიჩვენე...... ზაფხულში თვითინ შემიძეხი, როგორც ყვავილი...... შენი ტუჩებიც მომანატრე ყოველ კოცნის წინ...... შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჩრილობა....... გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და წუჭყი....... დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე.... დამტოვე შენთან...... მიპატრონე.... მიტირე შენში.... ........გამომიგონე....... დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს...
|
|
|
 |
06.01.2010 | ავტორი: admin
|
 |
 |
|
 |
|
|
ბნელა... ბნელა ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა... ოცნებით შქმნილი ზღაპრული სამყარო ლამაზია და წამიერი. უსახურია იმაზე ფიქრი, რომ ოცნება ოცნებად არ დარჩება და ოდესმე რეალობად იქცევა. ვზივარ სარკმელთან, მთვარეზე თითქოს ვერცხლისფრად თოვს და წვეთები გუბეებში ხაზავენ რკალებს... მაპატიე, მაპატიე, რომ არ დავბრუნდები... მაპატიე, რომ ოდესღაც შენი, მომავალში სხვისი ვიქნები... მაპატიე, რომ ბავშვობის მოგონებად გაქციე... და ბნელ ოთახში ისევ სიცარიელე, მარტოობა, სულში ჩამქრალი ჩირაღდნები, უხმო ატირება, ტკივილი, პროტესტის გრძნობა და დარდმაც თითქოს ფიფქებად დაიწყო თოვა... დაღლილი, წყლიანი თვალები და იდუმალად ამღერებული: "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”... ...ოთახში წამები ქრებიან, თითქოს შორეულმა ფიქრებმა და მოლოდინით დაჩრდილულმა სევდამ კოშმარში მომიმწყვდია. მწამებლურ ფიქრთა ბურუსში შევყურებ დაორთქლილ ფანჯრებს... საკმარისია მშფოთვარე სიჩუმე!!! მელანქოლიას ვნებდები... ვგრძნობ დაგცალე გულიდან და რა...? არაფერი - სიცარიელე... უკვე სხვას ველი, იმ ერთს, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა... კმარა! უკვე ფიქრიც კმარა... მოვა, უსათუოდ მოვა. საოცარი და მიდობი ღიმილით, სათუთი სითბოთი, სიმშვიდით, ვნებით, სიგიჟით, სიყვარულით!!! მოვა სიყვარული! მოვა!
|
|
|
 |
06.01.2010 | ავტორი: admin
|
 |
|
|
|
ავტორეიზაცია | |  |
რეკლამა | 
|  |
რეკლამა | 
|  |
მეგობრები |
|  |
|